"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე რუსთავში
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოზიციისთვის საჭირო კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესწავლას კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: რუსთავი, ლეონიძის ქ. N16ა
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- თანამშრომლის ფასდაკლება ქებული კლიმატის პროდუქციაზე
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: 2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდეგ 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ხელშკრულება. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.