ვერ ნახე სასურველი ვაკანსია? დაგვიტოვე CV!
თუ გსურთ, ქებული კლიმატის გუნდს შემოუერთდეთ, თუმცა თქვენთვის საინტერესო ვაკანსია ამჟამად არ გვაქვს, დაგვიტოვეთ CV და შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში, თქვენს კანდიდატურას განვიხილავთ!
«ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.qebuli-climate.ge
რას ვთავაზობთ კანდიდატებს?
ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას
საპარკინგე ადგილს;
კორპორატიულ ნომერს.
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.