ლოკაცია: ქუთაისი, დავით აღამაშენებლის ქ. N19ა
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას სატვირთოს მძღოლის (B,C,CE) პოზიციაზე ქ. ქუთაისში
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
- მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი.
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B, C, CE
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე,
- ანაზღაურება: 1200 + ბონუსი (სატვირთოზე 1კმ 0,25 თ, სატვირთო მისაბმელით 1კმ 0,30 თ, მსუბუქი 0,20 თ)
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი , დ. აღმაშენებლის ქ. 19ა
სოციალური პაკეტი:
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.