B2B გაყიდვების მენეჯერი
31-03-2026 - 02-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.  
  
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/  

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და იდენტიფიცირება;
  • აქტიური გაყიდვები და მოლაპარაკებები, მათ შორის „ცივი“ ზარების განხორციელება, ვიზიტების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა;
  • სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ დეტალური რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით); 
  • კორპორატიული (B2B) გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • HVAC (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია). 

სოციალური პაკეტი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა 
  • ლანჩით უზრუნველყოფა 
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) 
  • კორპორატიული ნომერი 
  • პარკინგი 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: 

წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.  ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე  

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.   

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!