საცალო გაყიდვების სპეციალისტი (მარნეული)
17-03-2026 - 30-05-2026
ლოკაცია: მარნეული, რუსთაველის ქუჩა #15
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი. 
 
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/  
 
ვის ვეძებთ? 
 
საცალო გაყიდვების სპეციალისტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია და საცალო გაყიდვების ხელშეწყობა (პოზიცია მოიცავს წინასწარ ტრენინგს) 

   
რა დაგევალებათ?  

 

  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა; 
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა. 
  • ნაშთების კონტროლი, დახლზე არ არსებულ საქონელზე მოთხოვნის ფორმირება 
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა;   

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია  სტუდენტიც) 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის  გამოცდილება 
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office)  ფლობა; (1C პროგრამის ცოდნა სასურველია);   

 

 

 

სამუშაო პირობები: 

 

  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე 
  • ანაზღაურება: 900 – 1100 ლარი (Net) + ბონუსი 
  • სამუშაო ადგილი: მარნეული, რუსთაველის ქ. N15

 

 

სოციალური პაკეტი: 

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (პირველივე თვიდან) 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა 
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) 
  • კორპორაციული ნომერი 
  • თანამშრომლის ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე 

 

 შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდეგ 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ხელშკრულება.  ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

 

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.   

  

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!