"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
რა დაგევალებათ?
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისი წლიური/კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება, მართვა და ანალიზი;
- ბრენდის პოზიციონირება, იმიჯის გაძლიერება და ცნობადობის ზრდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
- კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება ბრენდის განვითარებისთვის;
- კომპანიის მარკეტინგული საჭიროებების შესაბამისად, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა შესაბამის გუნდებთან ერთად;
- მარკეტინგული აქტივობების/გეგმების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:
- გაქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- გაქვთ მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
- იცით მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპები;
- ხართ სტრატეგიულად მოაზროვნე, რომელიც გონივრულად აერთიანებს კრეატიულ იდეებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს;
- მართავთ როგორც ციფრულ, ისე ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს;
- ხართ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
- სამუშაო პროცესში აქტიურად იყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს (tools);
- იცით MS Office-ის პროგრამები;
- გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას შეთანხმებით
- ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
- კორპორატიულ ნომერს.
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.