"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას სადილერო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პოტენციური დილერების მოძიება, მრავალ ეტაპიანი მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, ასორტიმენტის მუდმივი გაფართოება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- რეგულარული საველე ვიზიტების განხორციელება, ობიექტების საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
- ინდივიდუალური კომერციული წინადადებების მომზადება, მერჩენდაიზინგის მხარდაჭერა და ტექნიკური კონსულტაცია;
- პარტნიორებისთვის საფასო ცვლილებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება;
- დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სადილერო მიმართულებით გაყიდვებში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; “ქებული კლიმატის” სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.