"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის ოპერატორისპოზიციაზე. ქ. თბილისში
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული/გასული პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმება;
- დოკუმენტისა და პროდუქციის შესაბამისობის გადამოწმება;
- შემოსული პროდუქციის რაოდენობის თანმდევ დოკუმენტებთან შედარება;
- ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება და საქონლის გადაადგილება;
- მეთვალყურეობა საწყობში პროდუქციის გამზადებისას და ორდერის სისწორის დაფიქსირება ხელმოწერით;
- მოლარე ოპერატორისგან მიღებული გასავლის ორდერის საფუძველზე პროდუქციის მომზადება/შეგროვების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა;
- 1C პროგრამის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) (გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
- ლანჩით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდეგ 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ხელშკრულება. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.