ლოკაცია: ბათუმი, 26 მაისის ქ. N59
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ქ. ბათუმში
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში მოსული ტვირთის მიღება/დალაგება;
- მიღებული პროდუქციის დროულად დაცლა, დახარისხება და დასაწყობება;
- შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე, სასურველია, სასაწყობო-სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (NET)
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #59, "ქებული კლიმატის" ფილიალი
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- თანამშრომლის ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
2 კვირიანი სტაჟირების ხელშეკრულება და შემდეგ 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ხელშკრულება. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.